ფიჭვნარის ბერძნული ნეკროპოლისი
აღმოჩენილია არქეოლოგიური ექსპედიციის დროს
ზომა: 7.0X3.7 სმ
ოქრო
რკალის გაბრტყელებული წინა პირი ვარდულით და სარტყელითაა შემკული; წვრილი ბურთულა მიღებულია სადა და დაკეჭნილი მავთულების 6 ვერტიკალური სარტყელით. მე-7 სადა ფირფიტა შუა წელზეა შემოვლებული. ზედაპირი ცვარათი შედგენილი პირამიდებითაა დაფარრული. საყურეს მთელ სიგრძეზე გასდევს ღერძი. მისი ზედა ბოლო დაკავშირებულია რგოლსაკიდთან, ქვედა კი ბოლოვდება ცვარათი შედგენილი პირამიდებით. ვანისა და საირხეს საყურეებისაგან განსხვავებით, რკალის ზედა ნახევრის ნახვრეტიანი ბოლო ჯდება მასრისებულ ცილინდრში. ამ ნიშნის მიხედვით, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შედევრი ფიჭვნარელ იუველირთა მიერაა დამზადებული.